Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტუმრად ჩვენს ეთერში: ანა ნაცვლიშვილი


1 მარტს რადიო თავისუფლების „დილის საუბრების“ სტუმარი იყო ანა ნაცვლიშვილი, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) თავმჯდომარე. ის არის აგრეთვე იმ სამთავრობო კომისიის წევრი, რომელმაც შეარჩია კანდიდატების ხუთეული ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში მოსამართლის თანამდებობაზე. საქართველოს მთავრობა ამ ხუთეულიდან შეარჩევს სამ კანდიდატს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეისთვის წარსადგენად. ანა ნაცვლიშვილმა ილაპარაკა დღემდე წარმართული პროცესის დეტალებზე, შეფასების სისტემასა და პრინციპებზე. ანა ნაცვლიშვილი თვლის, რომ საჭიროა უკეთესად იყოს გაწერილი - როგორ შეფასდეს კანდიდატის რეპუტაცია, რადგან ევროსასამართლოს წევრი უნდა აკმაყოფილებდეს მაღალ მორალურ კრიტერიუმებს. შესაბამისად, კომისიის ამოცანა არ იყო მხოლოდ კვალიფიკაციის შემოწმება, არამედ მათ თითოეული პირის რეპუტაციაც უნდა შეეფასებინათ. ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს წევრის პიროვნული თვისებების მნიშვნელობაზე "დილის საუბრებში" ილაპარაკა ადვოკატმა ლია მუხაშავრიამ, რომელსაც სასამართლოსთან ურთიერთობის დიდი გამოცდილება აქვს. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე კენჭისყრამდე საქართველოს მიერ წარდგენილი კანდიდატების ბიოგრაფიებს შეისწავლის და კანდიდატებს გაესაუბრება საპარლამენტო ასამბლეის იურისტი წევრებისგან შემდგარი საგანგებო კომიტეტი. თუკი ეს კომიტეტი ჩათვლის, რომ კანდიდატები არასათანადოდ კვალიფიციურები არიან, შეუძლია დაიწუნოს სია და კანდიდატების ახალი სამეულის შერჩევა მოითხოვოს წარმდგენი ქვეყნისგან. ასეთი რამ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ორჯერ მოხდა აზერბაიჯანის შემთხვევაში.

ანა ნაცვლიშვილი "დილის საუბრებში"
please wait

No media source currently available

0:00 0:49:28 0:00
გადმოწერა

  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG