Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტუმრად ჩვენს ეთერში: არმაზ ახვლედიანი


სტუმრად ჩვენს ეთერში: არმაზ ახვლედიანი
please wait

No media source currently available

0:00 0:20:17 0:00

28 სექტემბერს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო არმაზ ახვლედიანი, ბათუმის 69-ე მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის დეპუტატობის დამოუკიდებელი კანდიდატი. "მე ვხედავ წინასაარჩევნოდ, რომ ახლაც - 2016-ში ისეთივე შავთეთრია პოლიტიკური საქართველო, როგორიც იყო ამ ბოლო 20 წლის განმავლობაში. კვლავ - შავი და თეთრი! კვლავ - ჩვენ და სხვები! "სხვები", რომლებშიც ძირითადად ისინი, ვინც მმართველ ძალაში არიან, სამწუხაროდ, მტრებს ხედავენ, პოლიტიკურ მტრებს, მინიმუმ", - აცხადებს არმაზ ახვლედიანი და აღნიშნავს, რომ მსგავსი სურათია ბათუმშიც, სადაც "ქართული ოცნება" ერთადერთ კონკურენტად "ნაციონალურ მოძრაობას" განიხილავს. დეპუტატობის კანდიდატის თქმით, ამომრჩეველს, რომელსაც ის ხვდება, "მობეზრდა არჩევანი ცუდსა და უარესს შორის". თავად არმაზ ახვლედიანი მთავარ კონკურენტად "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატ ლევან ბეჟანიძეს თვლის და მას დებატებში იწვევს. "ჩემი მთავარი დაპირება ბათუმელებისთვის ისაა, რომ მე ოთხი წლის განმავლობაში ვიქნები ბათუმელების უანგარო ადვოკატი ყველა სახელისუფლებო სივრცეში. მე ვიქნები მათი წარმომადგენელი ყველგან, სადაც აღმართულია ყრუ კედელი, სადაც მათი არ ესმით", - აცხადებს არმაზ ახვლედიანი.

არმაზ ახვლედიანი "დილის საუბრებში"
please wait

No media source currently available

0:00 0:20:21 0:00
გადმოწერა

  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG