Accessibility links

1 ნოემბერს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო ეკა გიგაური, "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორი.

მან ილაპარაკა საპარლამენტო არჩევნების დროს ორგანიზაციის დამკვირვებლების მიერ გამოვლენილ დარღვევებზე და აგრეთვე რეკომენდაციებზე, რომლების განხორციელებაც ხელს შეუწყობდა საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებას. რეკომენდაციების ჩამონათვალშია: საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა კვალიფიკაციის შემდგომი ამაღლება; საარჩევნო კომისიების ფორმირების წესის ცვლილება და მათი პროფესიული ნიშნით დაკომპლექტება; ელექტრონული ხმის მიცემის სისტემის დანერგვა; ყველა დაფიქსირებულ დარღვევაზე დროული რეაგირება შესაბამისი ორგანოების მხრიდან, როგორც მცირე ადმინისტრაციულ გადაცდომებზე, ასევე უფრო სერიოზულ დარღვევებზე, რომელზეც საუბარი იყო როგორც არჩევნების დღის ისე წინასაარჩევნო პერიოდში; საქართველოში ახალი საარჩევნო სისტემის დანერგვაზე მსჯელობის დაწყება.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG