Accessibility links

logo-print

10 ნოემბერს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმრები იყვნენ ნესტან ლონდარიძე და ეკა ლომიძე, "ადამიანის უფლებათა ცენტრის" იურისტები. მათ ილაპარაკეს საფინანსო ორგანიზაციების მიერ დაზარალებული მოქალაქეების საქმეებზე. ნესტან ლონდარიძემ და ეკა ლომიძემ ყურადღება განმარტეს ვითარება, როცა ერთი კომპანიის ფინანსური პრობლემების გამო სათუოა 6000-მდე მოქალაქისთვის 30 მილიონამდე დოლარის თანხის დაბრუნება. იურისტებმა ილაპარაკეს ერთი მხრივ დაზარალებული მოქალაქეების მიერ სასამართლოსთვის მიმართვის მნიშვნელობაზე, მეორე მხრივ - ზოგიერთი მათგანის მიერ სასამართლოს ხარჯების დაფარვის პრობლემაზე. უფლებადამცველები თვლიან, რომ საფინანსო ორგანიზაციების საქმიანობა მეტად უნდა რეგულირდებოდეს ეროვნული ბანკის მიერ. "ადამიანის უფლებათა ცენტრი" მიმართავს: მთავარ პროკურატურას, სასამართლოს და სააღსრულებო ბიუროს, ადეკვატური სამართლებრივი შეფასება მისცენ ფაქტობრივ გარემოებებს და დაიცვან როგორც გასული საუკუნის 90-იან წლებში, ასევე 2016 წელს დაზარალებული მოქალაქეების უფლებები.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG