Accessibility links

logo-print

სტუმრად ჩვენს ეთერში: სოფო ალექსიძე და ეკა ქობესაშვილი


17 თებერვალს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმრები იყვნენ სოფო ალექსიძე, "კონსტიტუციის 42-ე მუხლის" იურისტი და ეკა ქობესაშვილი, "ადამიანის უფლებათა ცენტრის" იურისტი. მათ ილაპარაკეს "თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის" მიერ მომზადებულ ანგარიშზე - "ადამიანის უფლებები რეგიონებში". სტუმრებმა აღნიშნეს, რომ მონიტორინგის პერიოდში - 2014 წლის აგვისტოდან 2015 წლის აგვისტომდე - გამოიკვეთა სერიოზული ხარვეზები რეგიონებში მოსახლეობის სოციალური დაცვის თვალსაზრისით, დროის ამავე მონაკვეთში აღინიშნა არაერთი დაპირისპირება რელიგიურ ნიადაგზე. სოფო ალექსიძემ და ეკა ქობესაშვილმა ილაპარაკეს ბოშების საკითხზეც, დევნილთა ხარისხიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხსა და ეკოლოგიური დაბინძურებით შექმნილ პრობლემებზე ზესტაფონსა და ჭიათურაში.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG