Accessibility links

logo-print

სტუმრად ჩვენს ეთერში: ერეკლე ურუშაძე


28 აპრილს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო ერეკლე ურუშაძე, "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" პროგრამის მენეჯერი. მან ილაპარაკა საჯარო სივრცეების არსებობისა და მათი დაცვის მნიშვნელობაზე.

ერეკლე ურუშაძე თვლის, რომ ხელისუფლება გამჭვირვალედ უნდა იღებდეს გადაწყვეტილებებს და როცა საქმე საჯარო სივრცეებს ეხება, უნდა იმართებოდეს საჯარო განხილვები. "დილის საუბრების" სტუმარმა თბილისის იერსახის მაგალითზე ილაპარაკა სამოქალაქო აქტივიზმის მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ აქტივიზმს ყოველთვის აქვს აზრი. ამის წარმატებულ მაგალითად კი ვაკის პარკში მშენებლობის აკრძალვის მაგალითი მოიყვანა. ერეკლე ურუშაძემ ხაზი გაუსვა იმასაც, რომ საჯარო და საზოგადოებრივი სივრცე მხოლოდ დიდი პარკები არ არის, არამედ მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა იწყება თითოეულის კერძო საკუთრების საზღვრის გადალახვისთანავე, ახლომდებარე ქუჩაზევე.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG