Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტუმრად ჩვენს ეთერში: ერეკლე ურუშაძე


ერეკლე ურუშაძე კორუფციის შესახებ გამოკვლევაზე
please wait

No media source currently available

0:00 0:34:05 0:00

17 ნოემბერს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო ერეკლე ურუშაძე, "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" პროგრამის მენეჯერი. მან ილაპარაკა საზოგადოებრივი აზრის საერთაშორისო გამოკვლევის - "კორუფციის მსოფლიო ბარომეტრის" შედეგებზე.

ერეკლე ურუშაძე "დილის საუბრებში"
please wait

No media source currently available

0:00 0:49:21 0:00
გადმოწერა

ერეკლე ურუშაძემ განმარტა, რომ შეუძლებელია კორუფციის მასშტაბის ზუსტი სტატისტიკის დადგენა, რადგან ეს არის დაფარული დანაშაული, რომლის მხოლოდ მცირე ნაწილი აშკარავდება. ამდენად, მნიშვნელოვანია პრობლემის შესწავლა კომპლექსურად, სხვადასხვა ხერხით, მათ შორის - საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვით. გამოკვლევის თანახმად, საქართველოში ქვეყნის სამ უმნიშვნელოვანეს პრობლემას შორის კორუფციას ასახელებს გამოკითხულთა 12%. ამ მონაცემით, საქართველო შესწავლილ 42 ქვეყანას შორის, მეოთხე ადგილზეა გერმანიის (2%), შვედეთისა (6%) და შვეიცარიის (10%) შემდეგ. რაც შეეხება, გამოკვლევის საქართველოს ნაწილს, ირკვევა, რომ საქართველოში გამოკითხულთა 58%-ს ჰქონდა შეხება საჯარო მომსახურების რვა სფეროდან ერთ-ერთთან მაინც. მათგან საჯარო მომსახურების მისაღებად ქრთამი გადაიხადა 7%-მა. ერეკლე ურუშაძემ აღნიშნა, რომ კორუფციასთან ბრძოლაში მნიშვნელოვანია არა მხოლოდ შესაბამისი უწყებების, არამედ საზოგადოების როლიც. საზოგადოების აქტიურობის ერთ-ერთ შემაფერხებელ ფაქტორად ის მის არასაკმარისად ინფორმირებულობას თვლის. საქართველოში კორუფციული ფაქტის მხილებისგან მოქალაქეები ყველაზე ხშირად თავს იკავებენ იმის გამო, რომ "ეშინიათ მხილების გამო მოსალოდნელი შედეგების". გამოკითხვამ აჩვენა, რომ საქართველოში გამოკითხულთა 48%-ის აზრით, მდიდარი პირები ხშირად იყენებენ თავიანთ გავლენას მთავრობაზე. საქართველოში გამოკითხულთა 41% თვლის, რომ საქართველოს მთავრობა ცუდად ან ძალიან ცუდად უმკლავდება კორუფციასთან ბრძოლას. ერეკლე ურუშაძემ "დილის საუბრებში" კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნის საჭიროებას.

  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG