Accessibility links

30 მაისს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმრები იყვნენ გელა კვაშილავა, "პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის" ხელმძღვანელი და ნოდარ ტანგიაშვილი, "აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის" მრჩეველი საჯარო პოლიტიკის საკითხებში. მათ ილაპარაკეს საგზაო უსაფრთხოების შესახებ კანონის დროულად მიღების საჭიროებაზე.

რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია მიმართავს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს და მოუწოდებს კანონის დაუყოვნებლივ მიღებისკენ. 29 მაისს არასამთავრობო ორგანიზაციების ინიციატივით პარლამენტის შენობის წინ აქციაც გაიმართა. გელა კვაშილავამ აღნიშნა, რომ ახალი კანონის მიღება ძალიან შეუწყობდა ხელს საგზაო უსაფრთხოებას. ის თვლის, რომ მეტი და ეფექტიანი კონტროლის პირობებში მძღოლები მეტად გაფრთხილდებიან. გელა კვაშილავამ ხაზი გაუსვა კანონის ადმინისტრირების გაუმჯობესების საჭიროებასაც. ნოდარ ტანგიაშვილმა ილაპარაკა გრძელვადიანი მიზნების განსაზღვრის საჭიროებასა და მოსახლეობის გათვითცნობიერების მნიშვნელობაზე. მან აგრეთვე განმარტა, რომ ნებისმიერ საგზაო შემთხვევას მიზეზების ერთობლიობა განაპირობებს და საჭიროა საკითხისადმი კომპლექსური მიდგომა. "დილის საუბრების" სტუმრებმა აღნიშნეს ისიც, რომ სწორად განმარტების შემთხვევაში საგზაო უსაფრთხოების შესახებ კანონის მიღება, შესაძლოა, სულაც არ იყოს წინასაარჩევნოდ წამგებიანი პოლიტიკოსებისთვის. გელა კვაშილავამ აღნიშნა ისიც, რომ შესაძლებელია ამ ეტაპზე შეჩერდეს კანონპროექტის იმ ნაწილის განხილვა, რომელსაც ყველაზე მეტი ხმაური მოჰყვა - მარჯვენასაჭიანი მანქანების რეგისტრაციის საკითხი და მის გარეშე დამტკიცდეს კანონი.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG