Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტუმრად ჩვენს ეთერში: გია გვილავა


19 აპრილს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო გია გვილავა, "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" პროექტის ხელმძღვანელი. ის გამოეხმაურა ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის ნილს მუჟნიეკსის 2015 წლის საქმიანობის ანგარიშს, რომელიც 18 აპრილს წარედგინა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას.

ანგარიშის საქართველოს ნაწილში ყურადღება გამახვილებულია: მართლმსაჯულების რეფორმის მიმდინარეობასა და სისტემის გაუმჯობესებისთვის აუცილებელ ნაბიჯებზე, მათ შორის - მოსამართლეების შერჩევა-დანიშვნის პროცესის გამჭვირვალობის უზრუნველყოფაზე; აღნიშნულია აგრეთვე ოპოზიციის წარმომადგენელთა მიმართ სავარაუდოდ, პოლიტიკურად მოტივირებულ მოქმედებაზე; სამართალდამცავების მიერ ჩადენილი დანაშაულის გამოძიების ეფექტიანი მექანიზმის შექმნაზე; ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის ეფექტიანად განხორციელებისთვის აუცილებელი პირობების შექმნაზე; რელიგიურ უმცირესობებთან დიალოგის წარმართვის აუცილებლობაზე და ა.შ...

  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG