Accessibility links

logo-print

19 აგვისტოს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო გია გვილავა, "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" პროგრამის მენეჯერი. მან ილაპარაკა პატიმართა წამების კადრების მედიით გავრცელების შესახებ, რასაც ორიოდე დღის წინ გამოეხმაურა კამპანია "ეს შენ გეხება". განცხადებაში ვკითხულობთ: "განსაკუთრებით სავალალოა ის გარემოება, რომ ინტერნეტში განთავსებით ამგვარი მასალა ხელმისაწვდომი ხდება პირთა განუსაზღვრელი წრისთვის, მათ შორის არასრულწლოვნებისთვის, რომელთაც ეძლევათ კადრების გადმოწერის, შენახვის, სხვადასხვა მიზნებით მათი მოგვიანებით გამოყენების შესაძლებლობა. კადრების ამ ფორმით გავრცელება მიუღებელია. ეს არღვევს ადამიანის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას, ხელახალ ტრავმას აყენებს კონკრეტულ პირებს, მათი ოჯახის წევრებსა და მთლიანად საზოგადოებას" "ეს შენ გეხებას" წევრი ორგანიზაციები მოუწოდებენ ხელისუფლებას "კადრების დროულად ამოღებასთან ერთად, დაიწყოს გამოძიება მათი მოპოვებისა და გავრცელების საკითხთან დაკავშირებით, ასევე დაიწყონ გამოძიება, თუ გავრცელებული კადრები შეიცავს ინფორმაციას აქამდე უცნობი შესაძლო დანაშაულებრივი ფაქტების თაობაზე". საქართველოს მთავარმა პროკურატურამ გავცრცელებულ ვიდეოჩანაწერთან დაკავშირებით ასევე გამოაქვეყნა განცხადება, რომელიც სხვა ფაქტებთან ერთად ეხება მასალაში ნაჩვენებსაც და ჩამოთვლილია პირები, რომლებიც პატიმართა წამების დანაშაულებზე დამნაშავედ ცნეს. გია გვილავამ "დილის საუბრებში" ერთი მხრივ, ილაპარაკა ადამიანის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვის მნიშვნელობაზე და აგრეთვე აღნიშნა, რომ საქართველოს მოსახლეობას დღემდე არ აქვს სრულფასოვანი ინფორმაცია სასჯელაღსრულების დაწესებულებებში 2012 წლამდე ჩადენილ სისტემურ დანაშაულზე. "დილის საუბრების" სტუმარმა ილაპარაკა აგრეთვე პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერების შექმნა-გავრცელების სისტემური დანაშაულის არაადეკვატურ გამოძიებაზე. გია გვილავას შეფასებით, ხელისუფლების ადეკვატურობა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ სამართლიანობის უზრუნველყოფის კუთხით, არამედ მსგავსი დანაშაულების პრევენციისთვის.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG