Accessibility links

logo-print

10 მაისს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო გიორგი გობრონიძე, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი. მან ილაპარაკა საგარეოპოლიტიკურ პრიორიტეტებზე პოლიტიკოსთა რიტორიკაზე. უმრავლესობის დეპუტატ თამაზ მეჭიაურის 9 მაისის განცხადებას, რომელიც საქართველოს ნატოში ინტეგრაციის საკითხზე ეხებოდა, მრავალგვარი გამოხმაურება მოჰყვა. სულ ცოტა, ეს გამოხმაურებაც აჩვენებს, რა განასხვავებს მმართველი ძალის წარმომადგენელი პოლიტიკოსის განცხადებას სხვებისგან. "დილის საუბრების" სტუმარი თვლის, რომ ნატოსგან მეტად მკაფიო პასუხები და გზავნილები უნდა ჰქონდეს საქართველოს მოსახლეობაში არსებულ კითხვებზე, მათ შორის - ნატოში ინტეგრაციის კონტექსტში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG