Accessibility links

logo-print

სტუმრად ჩვენს ეთერში: გიორგი გოცირიძე


15 აპრილს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო გიორგი გოცირიძე, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) იურისტი. მან ილაპარაკა კამპანია "ეს შენ გეხებას" მონაწილეთა სარჩელზე, რომელიც 14 აპრილს საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა.

საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ: "საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ სატელეფონო მოსმენების განსახორციელებლად ორეტაპიანი ელექტრონული სისტემის ფლობის, განთავსებისა და მისი უშუალოდ გამოყენების გზით ინფორმაციის რეალურ დროში მოპოვების შესაძლებლობა, ასევე კავშირგაბმულობის ხაზებიდან და მათი შემაერთებლებიდან, მეილსერვერებიდან, ბაზებიდან, კავშირგაბმულობის ქსელებიდან და კავშირგაბმულობის სხვა შემაერთებლებიდან ინფორმაციის რეალურ დროში მოსაპოვებლად სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენება". გარდა ამისა, საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო მაიდენტიფიცირებელი მონაცემების კოპირებისა და შენახვის მოქმედი წესი. გიორგი გოცირიძემ განმარტა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების არსი და ილაპარაკა იმ მოდელზე, რომელსაც "ეს შენ გეხება" სულ მალე წარუდგენს კანონმდებლებს და რომელიც ითვალისწინებს დამოუკიდებელი სააგენტოს შექმნას. ფარული თვალთვალისა და მიყურადების მარეგულირებელი კანონმდებლობის კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოსაყვანად პარლამენტს 11 თვიანი ვადა მიეცა.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG