Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტუმრად ჩვენს ეთერში: გიორგი კლდიაშვილი


გიორგი კლდიაშვილი სტალინიზმის გააზრების მნიშვნელობაზე
please wait

No media source currently available

0:00 0:39:14 0:00

გიორგი კლდიაშვილი სტალინიზმის გააზრების მნიშვნელობაზე

25 აგვისტოს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო გიორგი კლდიაშვილი, ისტორიკოსი, "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის" (IDFI) თანადამფუძნებელი და დირექტორი. მან ილაპარაკა სტალინიზმზე და მისი გააზრების მნიშვნელობაზე. მიმდინარე კვირაში აღინიშნა სტალინიზმისა და ფაშიზმის მსხვერპლთა ხსოვნის დღე. გიორგი კლდიაშვილი თვლის, რომ სახელმწიფომ უნდა წაახალისოს სტალინიზმისა და ტოტალიტარიზმის ეპოქის გამოკვლევა, საარქივო მასალების შესწავლა, ახალგაზრდების მონაწილეობა ამ პროცესში. გიორგი კლდიაშვილის თქმით, თუ არ იქნება ფაქტობრივი ცოდნა, მეცნიერული გამოკვლევა, რთულია დისკუსიის ხელშეწყობა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლება. "დილის საუბრების" სტუმარმა ილაპარაკა რეპრესიების მსხვერპლთა და მათი ახლობლების ტრაგედიაზე, რომელიც სათანადოდ შესწავლილი და შეფასებული არ არის. საქართველოში არიან ადამიანები, რომლებიც თვლიან, რომ რეპრესიები გამართლებული იყო რაღაც "დიადი" მიზნების მისაღწევად. გიორგი კლდიაშვილი თვლის, რომ პროპაგანდის ზეგავლენამ თაობებს გაუძლო. ის შეეცადა მსმენელისთვის აეხსნა, რომ ამის გამოც არის მნიშვნელოვანი სტალინიზმის ეპოქის შესწავლა და რეალურად გააზრება. ნიშანდობლივია ისიც, რომ სტალინიზმისა და ფაშიზმის მსხვერპლთა ხსოვნის დღეს საქართველოში აღნიშნავენ ის ადამიანები, ვისაც ის უშუალოდ შეეხო და არ აღინიშნება საყოველთაოდ. ამ დღეს წელს მთავრობა განცხადებით გამოეხმაურა.

გიორგი კლდიაშვილი "დილის საუბრებში"
please wait

No media source currently available

0:00 0:49:27 0:00
გადმოწერა

  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG