Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტუმრად ჩვენს ეთერში: გოგა თუშურაშვილი


13 ივლისს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო გოგა თუშურაშვილი, "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის" (IDFI) ეკონომიკისა და სოციალური პოლიტიკის კვლევითი მიმართულების ხელმძღვანელი. მან ილაპარაკა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის გამოწვევებზე. IDFI-მ ამ თემაზე რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნა გამოკვლევა და მასში ლაპარაკია პრობლემების დაძლევის გზებზეც. გოგა თუშურაშვილმა ხაზი გაუსვა პროგრამის ეფექტიანად დაგეგმვა-მართვის სფეროში არსებულ ხარვეზებს; ილაპარაკა აგრეთვე სახელმწიფო სახსრების ხარჯვაზე მონიტორინგის სისტემის დახვეწის აუცილებლობაზე, სახელმწიფო და კერძო დაზღვევის უფრო ეფექტიანად ურთიერთქმედების შესაძლებლობებზე. "დილის საუბრების" სტუმარი თვლის, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა უფრო მიზნობრივ პროგრამად უნდა იქცეს და პრიორიტეტი მიენიჭოს სოციალურად დაუცველ პირებს, დაბალშემოსავლიან მოქალაქეების, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს, არასრულწლოვან ბავშვებს, მრავალშვილიან ოჯახებს და ა.შ..

გოგა თუშურაშვილი "დილის საუბრებში"
please wait

No media source currently available

0:00 0:48:11 0:00
გადმოწერა

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG