Accessibility links

logo-print

6 ივლისს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო გრიგოლ ბაკურაძე, საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის იურიდიული დეპარტამენტის უფროსი. მან ილაპარაკა პრობლემებზე, რომელთა გადაჭრასაც პედაგოგები მოელიან ხელისუფლებისგან. სამშაბათს რამდენიმესაათიანი შეხვედრა გაიმართა განათლებისა და მეცნიერების მინისტრსა და საბუნებისმეტყველო და ტექნიკური საგნების 700-ზე მეტ პედაგოგს შორის. შეხვედრის ორგანიზატორი იყო პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი. ერთ-ერთ მთავარ პრობლემად "დილის საუბრების" სტუმარმა ხელფასების სიმცირე დაასახელა. გრიგოლ ბაკურაძემ აღნიშნა, რომ დაგეგმილია მინისტრთან ჰუმანიტარული საგნების პედაგოგთა შეხვედრაც.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG