Accessibility links

logo-print

29 სექტემბერს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო ირაკლი პეტრიაშვილი, მაჟორიტარი დეპუტატობის დამოუკიდებელი კანდიდატი ისნის მე-8 საარჩევნო ოლქში. მისი კანდიდატად წარდგენის გადაწყვეტილება მიიღო საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების გამგეობამ, რადგან ჩათვალა, რომ წლების განმავლობაში წამოჭრილი პრობლემების მოგვარებას დაეხმარებოდა პოლიტიკური ტრიბუნიდან დასაქმებულთა უფლებების დამცველის სიტყვა. "რომ აკრიფოთ საძიებო ქსელში ნებისმიერი პოლიტიკური პარტიის საარჩევნო პროგრამაში სიტყვები: შრომის უსაფრთხოება, შრომითი ინსპექცია და თუნდაც, შრომითი უფლებები, ძაან მოკრძალებულად, ზრდილობის გულისთვისაც კი არა აქვს ვინმეს ჩაწერილი ეს სიტყვები. პროგრამაში ამ თემების განვითარებაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია. არადა, ეს ყველაფერი წარმოადგენს საჭიროებას", - განაცხადა ირაკლი პეტრიაშვილმა და აღნიშნა, რომ ეთერის შემდეგ მიემართებოდა ზვარეში გაფიცულებთან შესახვედრად. დეპუტატობის დამოუკიდებელი კანდიდატი თვლის, რომ დასაქმებულთა უფლებების დასაცავად არსებული კანონმდებლობაც კი არ სრულდება, არათუ მის გაუმჯობესებაზე ზრუნავდეს ვინმე. ირაკლი პეტრიაშვილმა ილაპარაკა იმ საარჩევნო ოლქში მცხოვრებთა პრობლემებზე, სადაც კენჭს იყრის. ირაკლი პეტრიაშვილი მაჟორიტარად არჩევის შემთხვევაში აპირებს ადგილობრივი პრობლემების ეფექტიანი მოგვარებისთვის შექმნას "სამოქალაქო სახალხო საკრებულო", რომელშიც თითოეული უბნიდან ორ-ორი წარმომადგენელი შევა. ირაკლი პეტრიაშვილი აპირებს აქტიურ მონაწილეობას კანონშემოქმედებით საქმიანობაში. ის დეპუტატობის შემთხვევაშიც დარჩება პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარედ და, როგორც თავად აღნიშნავს, არა მხოლოდ ამ პოზიციას, არამედ ევროპის პროფკავშირების პრეზიდენტის ტრიბუნას.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG