Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტუმრად ჩვენს ეთერში: ირაკლი პეტრიაშვილი


ირაკლი პეტრიაშვილი შრომის უსაფრთხოების მნიშვნელობაზე
please wait

No media source currently available

0:00 0:34:31 0:00

24 ოქტომბერს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო ირაკლი პეტრიაშვილი, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარე. მან ილაპარაკა შრომის უსაფრთხოების უზრუნველყოფის პრობლემაზე. ირაკლი პეტრიაშვილი თვლის, რომ პრობლემა არის არა მხოლოდ არსებული კანონმდებლობის აღსრულებაში, არამედ საჭიროა თავად კანონმდებლობის სრულყოფა, რადგან ის არ ითვალისწინებს ბევრ ნიუანსს, რომელიც მნიშვნელოვანია უსაფრთხო სამუშაო გარემოს უზრუნველყოფისთვის. პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარემ ილაპარაკა უმძიმეს სტატისტიკაზეც, რომელსაც მისი ორგანიზაცია აწარმოებს და აღნიშნა ისიც, რომ სამუშაო ადგილზე გარდაცვალებისა და დაზიანების შემთხვევები მეტნაკლებად აღინუსხება, თუმცა, მნიშვნელოვანია აგრეთვე არაჯანსაღ სამუშაო გარემოში ადამიანების დაავადების სტატისტიკა, რასაც არავინ იკვლევს. ირაკლი პეტრიაშვილი ნიშანდობლივად თვლის იმას, რომ 35-ე მუხლი "შრომის კოდექსში" და შრომის ინსპექციის ხსენებასაც პროფკავშირებმა "ევროპიდან მოვლით" შეძლეს. "დილის საუბრების" სტუმარი შრომის ინსპექციის არსებულ განმარტებას ადარებს შუქნიშნის არსებობას, როცა წითელზე გავლისთვის პატრული არავის აჯარიმებს.

ირაკლი პეტრიაშვილი "დილის საუბრებში"
please wait

No media source currently available

0:00 0:48:52 0:00
გადმოწერა

  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG