Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტუმრად ჩვენს ეთერში: კოტე ჩოკორაია


სტუმრად ჩვენს ეთერში: კოტე ჩოკორაია
please wait

No media source currently available

0:00 0:43:19 0:00

30 დეკემბერს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო კოტე ჩოკორაია, კონსტიტუციონალისტი, "ინსტიტუციური განვითარების ცენტრის" ხელმძღვანელი. მან ილაპარაკა თანმიმდევრული, უწყვეტი, პასუხისმგებლიანი ინსტიტუციური განვითარების მნიშვნელობაზე და თავისი ორგანიზაციის ამოცანებზე. მათ შორისაა: კონსტიტუციური რეფორმის პროცესის მონიტორინგი და კვალიფიციური წინადადებების შეთავაზება, საჯარო ინსტიტუტების გაძლიერებისა და რეფორმირების ხელშეწყობა; განათლების სისტემის რეფორმირების ხელშეწყობა; უახლეს კვლევებსა და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკაზე დაყრდნობით ეკონომიკური პრობლემების გადაწყვეტის ხელშეწყობა; საარჩევნო სისტემის რეფორმირება; ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების შესრულების მონიტორინგი და ა.შ.. კოტე ჩოკორაიამ ილაპარაკა სახელმწიფო და კერძო სექტორს შორის კომუნიკაციის დეფიციტზე, აგრეთვე ცალკეულ სფეროში რეფორმების თანმიმდევრულობის მნიშვნელობაზე, რომ ამა თუ იმ სამინისტროში ახალმოსულმა ხელმძღვანელმა ხაზი არ უნდა გადაუსვას წინამორბედის გაკეთებულ ან წამოწყებულ წარმატებულ საქმეს. მნიშვნელოვანია ის, რომ ნებისმიერი სახელმწიფოებრივი საკითხისადმი მიდგომა იყოს სახელმწიფოებრივი და არა სხვა ინტერესებზე დაფუძნებული.

კოტე ჩოკორაია "დილის საუბრებში"
please wait

No media source currently available

0:00 0:49:12 0:00
გადმოწერა

  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG