Accessibility links

logo-print

2 ივნისს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმრები იყვნენ: კოტე რაზმაძე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ეკომიგრანტთა საკითხების დეპარტამენტის უფროსი და ნათია ბერძენიშვილი, "ევროპის ფონდის" პროგრამის მენეჯერი. მათ ილაპარაკეს ეკომიგრანტებზე, პოტენციურ ეკომიგრანტებსა და მათ საჭიროებებზე. კოტე რაზმაძემ ილაპარაკა დეპარტამენტის მუშაობის მექანიზმზე. მან ხაზი გაუსვა, რომ ეკომიგრანტებისა და პოტენციური ეკომიგრანტებისთვის დახმარების გაწევის საქმეში მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლიათ ადგილობრივ თვითმმართველობებს, მათ შორის - ადგილობრივი ბიუჯეტების პრიორიტეტების დაგეგმვის ეტაპზე. ნათია ბერძენიშვილმა ილაპარაკა ეკომიგრაციის საკითხზე სტრატეგიის შემუშავების მნიშვნელობაზე. ასეთის არსებობის შემთხვევაში, განისაზღვრება თითოეული სახელმწიფო უწყების პასუხისმგებლობა ეკომიგრაციით გამოწვეული პრობლემების, საფრთხეების პრევენციისა და ეკომიგრანტების სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების გადაჭრის საქმეში. სტუმრებმა აღნიშნეს, რომ ჯერ კიდევ განიხილება - მიენიჭოთ, თუ არა სტატუსი მოქალაქეებს, რომლებსაც ბუნებრივი კატასტროფების, ან ასეთის საფრთხის გამო მოუხდათ საცხოვრებელი ადგილის დატოვება.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG