Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტუმრად ჩვენს ეთერში: ლაშა შუკაკიძე


სტუმრად ჩვენს ეთერში: ლაშა შუკაკიძე
please wait

No media source currently available

0:00 0:18:40 0:00

15 სექტემბერს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო ლაშა შუკაკიძე, "სახალხო ხელისუფლების" (N11) ლიდერი. ეს პარტია მიმდინარე წლის დასაწყისში შეიქმნა და როგორც ლაშა შუკაკიძემ, აღნიშნა, პარტიის შემქმნელებს შორის იყვნენ ლევან მამალაძე, სულხან მოლაშვილი, ემზარ კვიციანი. "სახალხო ხელისუფლების" ლიდერმა თქვა, რომ პარტია ნეიტრალიტეტის იდეას ემხრობა და აცხადებს, რომ სხვაგვარად ვერ მოხდება ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და ეკონომიკის ზრდა. ნეიტრალიტეტის იდეის განხორციელებას რაც შეეხება, ამბობს: "ჩვენ ვთავაზობთ საზოგადოებას, ხალხს, პოლიტიკოსებს, რომ საქართველომ უნდა აიღოს ნეიტრალური პოზიცია. საერთაშორისო მოლაპარაკებებით ვერ ხორციელდება რუსეთთან პრობლემის მოგვარება. ჩვენ მიგვაჩნია სწორად ეს პოლიტიკური კურსი, რომ პირდაპირ უნდა ვესაუბროთ რუსებს, აფხაზებს და ოსებს. სხვა ორგანიზაციები, სხვა ქვეყნები ვერ შეძლებენ იმას, რომ მოგვიგვარონ ეს პრობლემა. ფაქტი სახეზეა - ამდენი წლების განმავლობაში ვერც ერთი ნაბიჯით ვერ გადავიწიეთ ოსეთისკენ, ვერც ერთი ნაბიჯით ვერ გადავიწიეთ აფხაზეთისკენ". ნეიტრალიტეტის იდეას ლაშა შუკაკიძე ასე იცავს: "ქვეყანამ უნდა განსაზღვროს და გამოაცხადოს, რომ ის ფაქტობრივად ემხრობა ნეიტრალიტეტს და სურს თავის ქვეყანაში დაიწყოს ნეიტრალური ხედვის განვითარება, რომ ის არ იქნება არც ერთი სამხედრო ალიანსის წევრი, არ დაუჭერს მხარს არც ერთ გლობალურ ქვეყანას, ის ითანამშრომლებს ყველასთან ერთ პოზიციაში". ლაშა შუკაკიძე ამბობს, რომ ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაცია უპერსპექტივოა, "რეალურად ვერ განხორციელდება", ასევე უპერსპექტივოა ევროკავშირის ბაზარი საქართველოსთვის. ამიტომ, ლაშა შუკაკიძის თქმით, ქართული პროდუქცია რუსეთის "ტრადიციული" ბაზარზე უნდა დაბრუნდეს, "ჩვენი პროდუქცია მისაღებია რუსეთის ბაზრისთვის". ამასთან, აცხადებს, რომ ხელისუფლება უნდა მონაწილეობდეს ფასების რეგულაციაში. "სახალხო ხელისუფლების" ლიდერი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის გზად განიხილავს მხოლოდ რუსეთთან პირდაპირ მოლაპარაკებებს.

XS
SM
MD
LG