Accessibility links

10 ოქტომბერს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო ლელა ტალიური, "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" პროექტის კოორდინატორი. მან ილაპარაკა საპარლამენტო არჩევნების დღის დარღვევებზე. საია-ს 8 ოქტომბრის არჩევნებზე 500-მდე დამკვირვებელი ჰყავდა.

ლელა ტალიურის თქმით, ხმის მიცემის პროცესი ძირითადად მშვიდ გარემოში წარიმართა, ხმის დათვლისა და შეჯამების პროცესი წარიმართა "გარკვეულწილად ძალადობრივი ინციდენტების ფონზე, რომლებსაც ადგილი ჰქონდა რიგ შემთხვევაში უბნის გარე პერიმეტრზე და დაფიქსირდა ამ პერიოდისათვის უბანზე შეჭრის მცდელობები და ძალადობრივი მოვლენები უბნის გარე პერიმეტრზე, რამაც არჩევნების ზოგადად და კენჭისყრის დღის სურათს მიაყენა ზიანი". ლელა ტალიურმა ილაპარაკა საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმის საჭიროებაზე და ბოლო საპარლამენტო არჩევნების შედეგად მიღებული პოლიტიკური სურათი მოქმედ კანონმდებლობასაც დაუკავშირა. საია-ს შეფასებით, საჭიროა საუბნო და საოლქო საარჩევნო ადმინისტრაციების წევრების შერჩევის კრიტერიუმებისა და პროცედურების გადახედვა-დახვეწა. ლელა ტალიურმა განსაკუთრებით გაუსვა ხაზი კომისიების პროფესიული ნიშნით დაკომპლექტების პროცედურის გაუმჯობესების საჭიროებას. გარდა ამისა, საია მნიშვნელოვნად თვლის საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიის ცნების კანონით განსაზღვრას.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG