Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტუმრად ჩვენს ეთერში: ლელა ტალიური


სტუმრად ჩვენს ეთერში: ლელა ტალიური
please wait

No media source currently available

0:00 0:42:08 0:00

15 ნოემბერს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო ლელა ტალიური, "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" პროექტის კოორდინატორი. მან ილაპარაკა სამი არასამთავრობო ორგანიზაციის - "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს", "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებისა" და "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" მიერ უწყებათაშორისი კომისიისთვის შეთავაზებულ რეკომენდაციებზე. ისინი შეეხება საარჩევნო გარემოს. საარჩევნო კანონმდებლობის გაუმჯობესებისთვის წინადადებების წარდგენის ბოლო ვადად კომისიის თავმჯდომარის მიერ დადგენილი იყო 15 ნოემბერი. 14 ნოემბრის სხდომაზე სამმა არასამთავრობო ორგანიზაციამ წარადგინა რეკომენდაციები 6 საკითხზე, კერძოდ: საარჩევნო სისტემაზე, საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესზე, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების წესზე, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინსტიტუციური დამოუკიდებლობის გაძლიერებაზე, ამომრჩევლის მოსყიდვასა და საარჩევნო დავებზე. არასამთავრობოები აგრეთვე თვლიან, რომ კანონმდებლობით უნდა განისაზღვროს მედიის რეგულაციები არჩევნების მეორე ტურისთვის. ლელა ტალიურმა აღნიშნა, რომ უწყებათაშორის კომისიას რეკომენდაციები წარუდგინეს სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებმაც. "დილის საუბრების" სტუმარი გამოეხმაურა ამერიკის "ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის" (NDI) საბოლოო ანგარიშსაც 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შესახებ. ანგარიშის ავტორთა ერთ-ერთი რეკომენდაცია ასეთია: "პარლამენტმა უნდა განაახლოს ინკლუზიური და გამჭვირვალე პროცესი, რათა მიღწეულ იქნას შეთანხმება საარჩევნო სისტემის რეფორმაზე".

ლელა ტალიური "დილის საუბრებში"
please wait

No media source currently available

0:00 0:49:15 0:00
გადმოწერა

  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG