Accessibility links

logo-print

3 ივნისს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო მაკა გოგია, "ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის" ზიანის შემცირების პროგრამის კოორდინატორი. მან ილაპარაკა აივ/შიდსისა და C ჰეპატიტით ინფიცირებულთა მკურნალობისა და ამ დაავადებების პრევენციის საკითხებზე, ამ საქმეში სამოქალაქო საზოგადოების როლზე. მაკა გოგიამ ილაპარაკა "ზიანის შემცირების ქსელის" საქმიანობასა და სპეციფიკაზე. დღეს საქართველოს 11 ქალაქში 14 ცენტრი მუშაობს და იქ სხვადასხვა სერვისს სთავაზობენ ინექციურ ნარკომომხმარებლებს - ამარაგებენ ერთჯერადი შპრიცებით, სთავაზობენ სხვადასხვა სახის სამედიცინო მომსახურებას. მან აღნიშნა, რომ ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება აივ-ინფიცირებულთა გვიანი დიაგნოსტიკა. მაკა გოგიას ინფორმაციით, ბოლო ხანს გახშირდა აივ-ის ჰეტეროსექსუალური გზით გადაცემის შემთხვევები. დროული დიაგნოსტიკის პირობებში, დაავადების მართვა შესაძლებელია. მიუხედავად იმისა, რომ მნიშვნელოვნად გაიზარდა ცოდნა აივ/შიდსის გადაცემის გზებსა და რისკ-ჯგუფებზე, კვლავაც აქტუალურია მოსახლეობის ინფორმირება. მაკა გოგიამ აღნიშნა, რომ ტესტირება უნდა გაიარონ არა მხოლოდ რისკ-ჯგუფების წარმომადგენლებმა, არამედ ყველამ, ვისაც ერთხელ მაინც ჰქონია სარისკო ქცევა. გადაცემაში ტელეფონით ჩაერთო ლაშა თვალიაშვილი, სათემო ორგანიზაციის - "რეალური ხალხი, რეალური ხედვა" ხელმძღვანელი. მან ილაპარაკა აივ-დადებითი პირების დროულად გამოვლენის, ხარისხიან მკურნალობაზე ხელმისაწვდომობის, სტიგმა/დისკრიმინაციის პრობლემებზე.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG