Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტუმრად ჩვენს ეთერში: მამუკა გიორგაძე


სტუმრად ჩვენს ეთერში: მამუკა გიორგაძე
please wait

No media source currently available

0:00 0:20:13 0:00

სტუმრად ჩვენს ეთერში: მამუკა გიორგაძე

8 სექტემბერს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო მამუკა გიორგაძე, საარჩევნო ბლოკ "ჩვენები - სახალხო პარტიის" (N23) ლიდერი. მან საუბარი დაიწყო პარლამენტის ფუნქციის განმარტებით: "სამწუხაროდ, დამოუკიდებლობის 25-ე წლისთავზე ჩვენ ამ თემაზეც გვიწევს საუბარი: რომ პარლამენტი ეს არის პოლიტიკის განმსაზღვრელი ორგანო ქვეყანაში, რომ პარლამენტი არის ადგილი, სადაც უნდა იყვნენ წარმოდგენილი მკაფიო პოლიტიკური ხედვების, ჩამოყალიბებული კონცეფციების მქონე ადამიანები, რომელთაც შეუძლიათ პოლიტიკური პროცესის ორგანიზება, რომელთაც შეუძლიათ გადაწყვეტილების მიღება და რომ ინდივიდუალურად, თითოეული მათგანი და მთლიანად პარლამენტი არიან პასუხისმგებელი ამ გადაწყვეტილებაზე", - ამბობს მამუკა გიორგაძე და თვლის, რომ საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას უფრო მეტი ყურადღება ექცევა პოლიტტექნოლოგიურ საკითხებს და არა იმას, რაც პარლამენტმა უნდა აკეთოს. ამის მაგალითად სტუმარი ასახელებს ისეთი თემების განუხილველობას, როგორიცაა: დეოკუპაციის, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის, საქართველოში მართვის საბჭოური სისტემის დემონტაჟის თემები. მამუკა გიორგაძე თვლის, რომ პარლამენტში უნდა წარადგენდნენ და მსჯელობდნენ კონცეფციებზე, რომლებიც ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს პრობლემებს შეეხება. "ჩვენები - სახალხო პარტიის" ლიდერი აუცილებლად თვლის აფხაზეთის დევნილი მოსახლეობის ლეგიტიმური წარმომადგენლობის დაბრუნებას პოლიტიკურ სივრცეში. "მკაფიოდ და ცალსახად უნდა დაიგმოს ოკუპაცია. მსოფლიოს, რომლის იმედზეც ჩვენ დღეს ვართ, ეჭვი არ უნდა გავუჩინოთ, რომ ჩვენ რაღაც ქვეტექსტებით შეგვიძლია მანიპულირებები გავაკეთოთ. სხვადასხვა განცხადებებით: ნეიტრალიტეტი, უბლოკო სტატუსი, მეგობრობა რუსეთთან..., თუ შევუქმნით იმ განცდას, რომ ჩვენ შეგვიძლია აფხაზეთი დავთმოთ, ბუნებრივია, მათი დახმარება არ იქნება ქმედითი", - აცხადებს მამუკა გიორგაძე და თვლის, რომ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხისადმი მიდგომა უნდა იყოს თანმიმდევრული და ფრთხილი (მათ შორის - ტერმინების დონეზე). მამუკა გიორგაძე მნიშვნელოვნად თვლის მართვის საბჭოთა სისტემიდან დემოკრატიულ სისტემაზე გადასვლას, როცა ინსტიტუტების გაძლიერება ხდება და არა - ცალკეულ პირთა გავლენების. "არ შეიძლება პარლამენტში ადამიანები იყვნენ წარმოდგენილი პოლიტიკური ხედვების, პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობის გარეშე". მნიშვნელოვან პრობლემად მამუკა გიორგაძე თვლის იმას, რომ ეკონომიკაზე მბრძანებლობს პოლიტიკა. ეკონომიკის განვითარების გზაზე საუბრისას კი მეორე მსოფლიო ომისშემდგომი გერმანიის მაგალითს ახსენებს და აღნიშნავს, რომ ყველას უნდა მიეცეს ბიზნესში მონაწილეობის შანსი.

მამუკა გიორგაძე "დილის საუბრებში"
please wait

No media source currently available

0:00 0:19:57 0:00
გადმოწერა

  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG