Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტუმრად ჩვენს ეთერში: მათე გარდავა და ლაშა არევაძე


18 თებერვალს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმრები იყვნენ: მათე გარდავა, ეკონომიკური პოლიტიკის ექსპერტი, ეკონომიკური პოლიტიკის ექსპერტთა ცენტრის დამფუძნებელი და ლაშა არევაძე, ეკონომისტი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი. მათ ილაპარაკეს ეკონომისტთა ერთი ჯგუფის ხედვაზე - სახელმწიფო ქონების განკერძოების შესახებ. "დილის საუბრების" სტუმრებმა პრობლემად განსაზღვრეს ის ფაქტი, რომ ქვეყანაში არსებული ეკონომიკური პოტენციალის მქონე აქტივები - მიწა, შენობები, წიაღისეული და ა.შ. - სახელმწიფოს ხელშია და საჭიროა მათი ჩართვა ქვეყნის ეკონომიკაში. ამის გზად კი მათე გარდავასა და ლაშა არევაძეს ესახებათ სახელმწიფო ქონების ქვეყნის მოქალაქეებისთვის განაწილება - ქონების სრული ნუსხის გასაჯაროებისა და საპრივატიზაციო "ფულის" "ინვესტის" თანაბარი ოდენობის დარიგებით. ხედვის ავტორები თვლიან, რომ ღირებულებადაკარგული აქტივების საბაზრო პროცესში ჩართვით შეიქმნება მათი კაპიტალიზაციის შესაძლებლობა.

  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG