Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტუმრად ჩვენს ეთერში: მედეა ტურაშვილი


სტუმრად ჩვენს ეთერში: მედეა ტურაშვილი
please wait

No media source currently available

0:00 0:42:59 0:00

სტუმრად ჩვენს ეთერში: მედეა ტურაშვილი

14 თებერვალს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო მედეა ტურაშვილი, სახალხო დამცველის მთავარი მრჩეველი კონფლიქტებით დაზარალებულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა საკითხებში. მან ილაპარაკა სახალხო დამცველის რეკომენდაციებზე, რომლებიც შეეხება "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონში" ცვლილებებს. კანონის შესახებ სახალო დამცველმა მოამზადა სპეციალური ანგარიში, რომელიც შეიცავს რეკომენდაციებს. ისინი დაჯგუფებულია ოთხ თავში: "ოკუპირებულ ტერიტორიაზე შესვლის წესი", "ეკონომიკური საქმიანობა", "ოკუპირებულ ტერიტორიებზე გაცემული დოკუმენტები" და "ადამიანის უფლებების დაცვა". მედეა ტურაშვილმა განმარტა რას ნიშნავს სახალხო დამცველის მიდგომა, რომ "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონი" მიმართული უნდა იყოს ოკუპაციის და არა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანების წინააღმდეგ. სტუმარმა ილაპარაკა სხვა ქვეყნების გამოცდილებაზეც, როცა სახელმწიფოს მიდგომა კონფლიქტურ ტერიტორიაზე მცხოვრები ადამიანების მიმართ გაცილებით ლიბერალურია, თუმცა, მედეა ტურაშვილმა ხაზი გაუსვა მოცემულობებს შორის განსხვავებასაც. სახალხო დამცველის მთავარი მრჩევლის თქმით, საქართველოს ხელისუფლებას დასჭირდება მოფიქრება იმგვარი რეგულაციებისა, რომლებიც რეალურად შეუწყობს ხელს ევროკავშირთან ინტეგრაციის სიკეთეების გავრცელებას ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ადამიანებზე, აგრეთვე წაახალისებს ეკონომიკურ კავშირებს ოკუპირებულ ტერიტორიებთან.

სტუმრად ჩვენს ეთერში: მედეა ტურაშვილი
please wait

No media source currently available

0:00 0:49:31 0:00
გადმოწერა

  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG