Accessibility links

logo-print

22 ივლისს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო მერაბ ჯანიაშვილი, "ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის" ვიცე-პრეზიდენტი. მან ილაპარაკა საქართველოს ფინანსურ სისტემაში არსებულ მდგომარეობასა და მაღალი დოლარიზაციის საკითხზე.

მერაბ ჯანიაშვილი გამოეხმაურა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ინტერვიუს, რომელშიც კობა გვენეტაძე საქართველოს ფინანსური სისტემის მთავარ პრობლემად დოლარიზაციის მაღალ მაჩვენებელს ასახელებს. ინტერვიუს გამოქვეყნების დღესვე ეროვნული ბანკის პრეზიდენტს დედოლარიზაციის იდეაში მხარი დაუჭირა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა. მერაბ ჯანიაშვილმა გაიხსენა, რომ დედოლარიზაციის იდეა ახალი არ არის და ეროვნული ბანკის წინა პრეზიდენტის დროს "ლარიზაცია" ერქვა. "დილის სტუმარმა" აღწერა ბოლო წლების დინამიკა საქართველოს ფინანსურ სისტემაში დოლარიზაციის თვალსაზრისით და აღნიშნა, რომ დედოლარიზაციის ტენდენცია უკავშირდებოდა ლარის კურსის სტაბილურობის პერიოდებს, სწორედ ამ დროს იზრდება ნდობა ლარის მიმართ და ეს აისახება კიდეც ლარში ანაბრებისა და სესხების ზრდაზე. მერაბ ჯანიაშვილმა აღნიშნა, რომ დედოლარიზაციის მიზანი კარგია, თუმცა, სახელმწიფო რეგულაციებით ამის მიღწევას, სჯობს ისეთი ვითარების შექმნა, როცა მომხმარებელი თვითონ თავად მიანიჭებს უპირატესობას ლარს. მერაბ ჯანიაშვილი აღნიშნავს, რომ ეროვნული ბანკი თავის ბერკეტებს უნდა იყენებდეს მოკლე დროში ლარის კურსის მკვეთრი ცვლილების ეფექტის შესარბილებლად. "დილის საუბრების" სტუმარმა განმარტა ერთიც, რომ არც დედოლარიზაცია ააყვავებს საქართველოს ეკონომიკას და არც დოლარიზაცია დააქცევს მას. მერაბ ჯანიაშვილის თქმით, თუკი საქართველოში მოხერხდება რეალური სექტორის გაძლიერება, ექსპორტის ზრდა და იმპორტის შემცირება, აღარ იქნება ლარის კურსის მკვეთრი რყევები და მოსახლეობის ნდობაც ლარის კურსის მიმართ თავისით გაიზრდება, სახელმწიფოს ჩარევის გარეშე.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG