Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტუმრად ჩვენს ეთერში: ნათია კაციაშვილი


13 აპრილს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო ნათია კაციაშვილი, "ბიზნესისა და ეკონომიკის ცენტრის" აღმასრულებელი დირექტორი. მან ილაპარაკა მიწის ნაკვეთებზე უფლებების რეგისტრაციის საკითხზე მომზადებული კანონპროექტის განხილვის პროცესზე.

მნიშვნელოვანია, რომ პროექტი მუშავდება არა მხოლოდ მისი ინიციატორის - მთავრობისა და კანონმდებლების მიერ, არამედ სხვა მოთამაშეების მონაწილეობით გამართულ ფორუმებზეც. "ბიზნესისა და ეკონომიკის ცენტრი" ხელს უწყობს დიალოგს კანონმდებლებსა და სამიზნე ჯგუფებს შორის. ნათია კაციაშვილმა განმარტა რა შეღავათების დაწესებას აპირებს ხელისუფლება მიწის ნაკვეთების რეგისტრაციის ხელშეწყობისთვის და რა პრინციპებით სურს პროცესის დაწყება. სტუმარმა ილაპარაკა აგრეთვე საპილოტე პროექტზე, სისტემური და სპორადული რეგისტრაციის შესახებ.

  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG