Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტუმრად ჩვენს ეთერში: ნესტან ლონდარიძე


13 მაისს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო ნესტან ლონდარიძე, "ადამიანის უფლებათა ცენტრის" იურისტი. მან ილაპარაკა ყოფილი პატიმრის თამაზ რასოიანის საქმეზე.

თამაზ რასოიანი 5 მაისს გაათავისუფლა სასამართლომ პატიმრობიდან, ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო. სამი წლის წინ ის ცნობილ იქნა დაზარალებულად სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-6 დაწესებულების თანამშრომლების მიერ ამავე დაწესებულების პატიმართა წამების ფაქტზე. ნესტან ლონდარიძე უკვე წლებია იცავს თამაზ რასოიანის ინტერესებს და ითხოვდა მის გათავისუფლებას ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო, რასაც მიაღწია კიდეც ერთი კვირის წინ. 11 მაისს გამართულ პრესკონფერენციაზე თამაზ რასოიანმა ილაპარაკა პატიმრობის პერიოდის უმძიმეს მოგონებებზე და აგრეთვე აღნიშნა, რომ ეშინია პროვოკაციის. ჯერ კიდევ გრძელდება გამოძიება იმ პირთა დანაშაულის დასადგენად, ვინც თამაზ რასოიანის წამებაში მონაწილეობდა. მათი ნაწილი, რასოიანის თქმით, კვლავ თანამდებობებზეა. ნესტან ლონდარიძე და "ადამიანის უფლებათა ცენტრი" თვლიან, რომ საქმის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, თამაზ რასოიანისთვის ფიზიკური და მორალური ზიანის ანაზღაურებას ექნება პრეცედენტული ხასიათი სხვა მსჯავრდებულებისთვისაც, რომლებიც ასევე ელოდებიან სამართლიანობის აღდგენასა და რეაბილიტაციას. "ადამიანის უფლებათა ცენტრს" პატიმრების წამების 6 საქმე აქვს აღებული და იცავს დაზარალებულთა უფლებებს.

  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG