Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტუმრად ჩვენს ეთერში: ნიკა ჯეირანაშვილი


ნიკა ჯეირანაშვილი, ფონდ "ღია საზოგადოება - საქართველოს" წარმომადგენელი
ნიკა ჯეირანაშვილი, ფონდ "ღია საზოგადოება - საქართველოს" წარმომადგენელი

24 თებერვალს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო ნიკა ჯეირანაშვილი, "ფონდ ღია საზოგადოება - საქართველოს", ადამიანის უფლებათა პროგრამის მენეჯერი. მან ილაპარაკა დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შესახებ. შესაბამისი კანონპროექტი არასამთავრობო ორგანიზაციების ჯგუფმა მოამზადა და წარუდგინა ხელისუფლებას. დოკუმენტის მომზადებიდან ერთი წლის შემდეგ, 22 თებერვალს ფონდ "ღია საზოგადოება - საქართველოს" ინიციატივით ჩატარდა შეხვედრა, რომელზეც არასამთავრობოებმა ხელისუფლებისგან მოისმინეს, რომ არსებობს ასეთი მექანიზმის შექმნის პოლიტიკური ნება, თუმცა, მას ვერ ექნება სისხლისსამართლებრივი დევნის ფუნქცია. კერძოდ, იუსტიციის მინისტრმა განაცხადა: "ორი პროკურატურა ამ ქვეყანაში ვერ იარსებებს". ნიკა ჯეირანაშვილი თვლის, რომ თუკი საგამოძიებო მექანიზმს არ ექნება ბერკეტები და მისი კომპეტენცია შეიზღუდება მხოლოდ ორი სახის დანაშაულით - წამებითა და მკვლელობით, მისი შექმნა აზრს კარგავს. არასამთავრობო ორგანიზაციები თვლიან, რომ პროკურატურა პოლიტიკური ზეგავლენისგან თავისუფალი არ არის და დამოუკიდებელი, ეფექტიანი საგამოძიებო მექანიზმის შექმნა საჭიროა იმისათვის, რომ სამართალდამცავთა მიერ ჩადენილი დანაშაული იყოს ეფექტიანად გამოძიებული და დამნაშავე დასჯილი. წინააღმდეგ შემთხვევაში, არსებობს რისკი, რომ დაუსჯელობის ფონზე გახშირდეს სამართალდამცავთა მხრიდან დანაშაული და მეტი მასშტაბი შეიძინოს, როგორც ეს წინა ხელისუფლების დროს მოხდა. ნიკა ჯეირანაშვილმა განაცხადა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები არ აპირებენ შეწყვიტონ მცდელობა და იწყებენ საკითხის ადვოკატირების კამპანიას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG