Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტუმრად ჩვენს ეთერში: ნინო რიჟამაძე


22 მარტს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო ნინო რიჟამაძე, "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" (ISFED) იურისტი. მან ილაპარაკა საარჩევნო კამპანიის დროს ფულის პოლიტიკური მიზნებით გამოყენების თავისებურებებზე. ნინო რიჟამაძემ განმარტა, რატომ არის მნიშვნელოვანი საარჩევნო პერიოდში პოლიტიკური ორგანიზაციების ფინანსების მოძრაობის გამჭვირვალების უზრუნველყოფა. ის შეეხო ამომრჩევლის მოსყიდვის თემასა და პასუხისმგებლობის განაწილების საკითხს. ნინო რიჟამაძემ ყურადღება გაამახვილა წინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკური მიზნებით ქველმოქმედების დაუშვებლობასა და ამ თვალსაზრისით არსებულ რისკებზე.

  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG