Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტუმრად ჩვენს ეთერში: ნოდარ ნათაძე და თამარ ჩხეიძე


8 აპრილს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმრები იყვნენ ნოდარ ნათაძე, "სახალხო ფრონტის" თავმჯდომარე და თამარ ჩხეიძე, "ილია ჭავჭავაძის საზოგადოების" გამგეობის წევრი. მათ გაიხსენეს 25 წლის წინ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის მიღება, მაშინდელი საქართველო, შეაფასეს განვლილი გზა და საფრთხეები.

ნოდარ ნათაძემ აღნიშნა, რომ ეს არის უხინჯო დოკუმენტი იმ მნიშვნელოვან დოკუმენტებს შორის, რომლებიც დამოუკიდებელი საქართველოს პირობებში მიღებულა. თამარ ჩხეიძემ აღნიშნა, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა უდიდესი ფაქტია, თუმცა, თვლის, რომ დე იურე დამოუკიდებლობას საქართველო ვერ იყენებს ოპტიმალურად. "დილის საუბრების" სტუმრებმა ილაპარაკეს დასავლეთისა და რუსეთის ინტერესების დაპირისპირებაზეც უწინ და დღეს. "რუსეთს არა აქვს პერსპექტივა არც საქართველოში დარჩენისა, არც აზერბაიჯანში, არც სომხეთში და არც ჩრდილოეთ კავკასიაში გასავალი", - განაცხადა ნოდარ ნათაძემ. სტუმრებთან საუბარი შეეხო აგრეთვე "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის" (IDFI) მიერ სპეციალურად 9 აპრილის თარიღისთვის გამოქვეყნებულ აშშ საარქივო ფონდებში დაცულ განსაიდუმლოებულ მასალებსაც - რას წერდნენ 1989 წლის გაზაფხულის მოვლენებზე აშშ ჩინოვნიკები ვაშინგტონისთვის გაგზავნილ ანგარიშებში. IDFI-მ დოკუმენტების ქართული შემაჯამებელი ვერსიის გარდა გამოაქვეყნა ორიგინალური დოკუმენტების ასლებიც.

  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG