Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტუმრად ჩვენს ეთერში: ოთარ ანგურიძე


ოთარ ანგურიძე პარტიების ეკონომიკურ დაპირებებზე
please wait

No media source currently available

0:00 0:41:35 0:00

30 აგვისტოს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო ოთარ ანგურიძე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის გამგეობის თავმჯდომარე. მან ილაპარაკა პოლიტიკური პარტიების წინასაარჩვნო ეკონომიკურ გზავნილებსა და პროგრამებზე.

ოთარ ანგურიძე მოქალაქეებს ურჩევს მეტად კრიტიკულები იყვნენ პოლიტიკოსთა დაპირებების მიმართ და დააკვირდნენ - რამდენად გაზომვადია ეს დაპირებები ბიუჯეტთან მიმართებით. მაგალითად, თუკი ლაპარაკია სოციალური ხარჯების გაზრდაზე, იქვე უნდა იყოს ნაჩვენები - რით დაიფარება ეს ხარჯი. ანდა, თუკი პარტია ამომრჩეველს ჰპირდება გადასახადების შემცირებას, ჩნდება კითხვა, რა ეფექტი ექნება ამ ნაბიჯს ბიუჯეტის შემოსავლების ნაწილზე და რით დაიფარება სოციალური ხარჯები? ოთარ ანგურიძემ ყურადღება გაამახვილა აგრეთვე იმაზეც, რომ პარტიები, როგორც წესი ლაპარაკობენ ეკონომიკურ ზრდაზე (ერთნიშნა თუ ორნიშნა მაჩვენებლებზე) და არა ეკონომიკურ განვითარებაზე, რასაც უფრო გრძელვადიანი და საყოველთაო ეფექტი ექნებოდა, თუმცა, ასახსნელად უფრო რთულია, პოლიტიკოსებისგან მეტ ცოდნასა და ოსტატობას მოითხოვს.

ოთარ ანგურიძე "დილის საუბრებში"
please wait

No media source currently available

0:00 0:49:19 0:00
გადმოწერა

  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG