Accessibility links

logo-print

19 ოქტომბერს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო ოთარ ანგურიძე, თსუ-ს ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის გამგეობის თავმჯდომარე. მან ილაპარაკა საარჩევნო სოციალურ-ეკონომიკური დაპირებების სპეციფიკაზე. ოთარ ანგურიძემ ყურადღება გაამახვილა მმართველი ძალის დაპირებებისა და 2017 წლის ბიუჯეტის პროექტის შესაბამისობაზე. "დილის საუბრების" სტუმარმა აღნიშნა, რომ ბიუჯეტის პროექტზე მუშაობის დამთხვევა საარჩევნო პროცესთან გარკვეულ ზეგავლენას იქონიებს დოკუმენტზე, თუმცა, ეს არ იქნება იმ ტიპის და ისეთი მასშტაბური, როგორიც 2012 წლის არჩევნებისას იყო, როცა ბიუჯეტის პროექტი ერთმა პოლიტიკურმა ძალამ მოამზადა და ის მიიღო და განახორციელა არჩევნებში გამარჯვებულმა სხვა ძალამ.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG