Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტუმრად ჩვენს ეთერში: პაატა შეშელიძე


სტუმრად ჩვენს ეთერში: პაატა შეშელიძე
please wait

No media source currently available

0:00 0:20:37 0:00

28 სექტემბერს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო პაატა შეშელიძე, "ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველოს" პრეზიდენტი. მან ილაპარაკა საარჩევნო სუბიექტების პროგრამებში სოფლის მეურნეობის ნაწილზე. "დილის საუბრების" საარჩევნო გადაცემათა ციკლში პრაქტიკულად ყველა საარჩევნო სუბიექტმა დაუთმო გარკვეული დრო სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობის საკითხს. პაატა შეშელიძე ამბობს, რომ მის მიერ შესწავლილ პროგრამებში საკმაოდ მწირი ინფორმაციაა სოფლის მეურნეობის განვითარების ხედვაზე. მისთვის სასიამოვნოა იმის დანახვა, რომ პოლიტიკური ორგანიზაციები ყურადღებას ამახვილებენ ეკონომიკის თავისუფლების ხელშეწყობაზე, თუმცა, რაც შეეხება სოფლის მეურნეობას, პაატა შეშელიძე ამბობს: "თუ ჩვენ წავიკითხავთ ოფიციალურ პროგრამებს, აღმოვაჩენთ, რომ სინამდვილეში ბევრი არაფერია კონკრეტულად სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებით". "დილის საუბრების" სტუმარი მნიშვნელოვნად თვლის მიწის საკუთრებისა და ბაზრის ჩამოყალიბების საკითხის გარკვეულობას. პაატა შეშელიძეს არასწორად მიაჩნია ამა თუ იმ დარგის სუბსიდირება, რადგან ამით სინამდვილეში ჩერდება დარგის განვითარება, რადგან ადამიანებს უჩნდებათ წარმატების ილუზია, რაც არ არის სინამდვილე.

XS
SM
MD
LG