Accessibility links

logo-print

13 ივნისს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო რუსუდან მჭედლიშვილი, "კონსტიტუციის 42-ე მუხლის" იურისტი. მან ილაპარაკა 2015 წლის 13-14 ივნისის სტიქიით მიყენებული ზიანის აღმოფხვრისთვის თანხების მობილიზაციასა და მათი ხარჯვის მონიტორინგის შედეგებზე.

რუსუდან მჭედლიშვილმა აღნიშნა, რომ დაკვირვების პროცესში არაერთი კითხვა გაჩნდა თანხების მოძრაობის გამჭვირვალობაზე. "დილის საუბრების" სტუმარმა აგრეთვე აღნიშნა, რომ არათანასწორი მიდგომაა იმ ოჯახების მიმართ, ვისაც დაუკანონებელი ჰქონდა უძრავი ქონება, რომელიც სტიქიისგან განადგურდა ან დაზიანდა. ამ მიდგომის შესაცვლელად "კონსტიტუციის 42-ე მუხლმა" შესაბამისი ინიციატივით მიმართა თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომიტეტს. ორგანიზაცია აგრძელებს მონიტორინგს და აგვისტოში წარმოადგენს სრულ ანგარიშს. რუსუდან მჭედლიშვილი არ გამორიცხავს, რომ ზოგიერთი საკითხის გასარკვევად მიმართონ აუდიტის სამსახურს და თუკი საჭიროება იქნება, სასამართლოსაც.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG