Accessibility links

7 ნოემბერს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო შორენა ლორთქიფანიძე, თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში სამოქალაქო საბჭოს წარმომადგენელი. მან ილაპარაკა რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების ფასზე უსაფრთხოების საერთაშორისო სისტემაში. გასულ კვირაში რუსეთის სახელმწიფო დუმამ მოახდინა მოსკოვსა და სოხუმს შორის შეთანხმების რატიფიკაცია. დოკუმენტი სხვა საკითხებთან ერთად ითვალისწინებს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული დაჯგუფების შექმნას. რატიფიკაციის ფაქტი დაგმო აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯოზეფ ბაიდენმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან სატელეფონო საუბარში. შორენა ლორთქიფანიძემ ილაპარაკა დასავლეთის ქმედებებზც რუსეთის მიერ შექმნილი საფრთხეების საპასუხოდ და ხაზი გაუსვა მიდგომის კომპლექსურობას, როცა თავდაცვის გაძლიერებისა და მტკიცე შეკავების პოლიტიკის პარალელურად, დასავლეთი აგრძელებს დიალოგს რუსეთთან.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG