Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტუმრად ჩვენს ეთერში: შოთა გულბანი


25 მაისს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო შოთა გულბანი, "ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის" თავმჯდომარე. მან ილაპარაკა აშშ დოლარის მიმართ ლარის კურსის გამყარების ტენდენციაზე; მის განმაპირობებელ ფაქტორებზე, ამ პროცესის პლუსებსა და რისკებზე.

შოთა გულბანი პროცესს უფრო პოზიტიურად უყურებს, ვიდრე უარყოფითად და სხვა მიზეზების გარდა ლაპარაკობს მოლოდინის ფაქტორზეც. ის თვლის, რომ ეროვნულმა ბანკმა ხელი დიდად არ უნდა შეუშალოს ლარის გამყარებას, რადგან ეს ტენდენცია დოლარში ვალის მქონე იურიდიულ და ფიზიკურ პირებს ტვირთს უმსუბუქებს. შოთა გულბანი არ ფიქრობს, რომ ლარის გამყარების ტენდენციის ახსნა მხოლოდ მაკროეკონომიკური პარამეტრებით არის შესაძლებელი.

  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG