Accessibility links

logo-print

სტუმრად ჩვენს ეთერში: თამარ ავალიანი


17 მარტს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო თამარ ავალიანი, "ადამიანის უფლებათა ცენტრის" იურისტი. მან ილაპარაკა პატიმართა შეწყალების საკითხზე. "ადამიანის უფლებათა ცენტრმა" მოამზადა გამოკვლევა -"შეწყალების უფლებამოსილება - ქართული მოდელი და საერთაშორისო გამოცდილება". თამარ ავალიანი ნაშრომის თანაავტორია. ნაშრომში მოწონებულია საქართველოში მოქმედი მოდელი, თუმცა არის რეკომენდაციები მისი გაუმჯობესებისთვის იმ თვალსაზრისით, რომ არ იყოს ცრუ მოლოდინები შეწყალების აქტის მიმართ. "დილის საუბრების" სტუმარმა ილაპარაკა 2013-2015 წლების დადებით ტენდენციებზე, თუმცა, თვლის, რომ შეწყალების უფლებამოსილების განხორციელების ხარისხი არ უნდა იყოს დამოკიდებული მხოლოდ პრეზიდენტების კეთილგონიერებაზე.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG