Accessibility links

logo-print

3 ოქტომბერს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო თამთა მიქელაძე, "ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის" (EMC) სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების პროგრამის დირექტორი. მან ილაპარაკა 27 სექტემბერს ნაციონალისტთა ჯგუფების მიერ თბილისში მოწყობილ მსვლელობაზე, რომლის დროსაც ეთნიკური მოტივით ძალადობრივი ქმედებები განხორციელდა. თამთა მიქელაძემ აღნიშნა, რომ მსვლელობის მონაწილეთა ყველა ქმედებას გასდევდა ნაციონალისტური დისკურსი და "მკვეთრად ქსენოფობიური რიტორიკა". "დილის საუბრების" სტუმარმა ილაპარაკა ნაციონალისტური ჯგუფების ბოლოდროინდელ გააქტიურებაზე და აღნიშნა, რომ, მართალია, სახელმწიფო მსგავს ინციდენტებს ადეკვატურ კვალიფიკაციას აძლევს, თუმცა "სახელმწიფომ, გარდა სამართლებრივი, რეპრესიული მოქმედებებისა, უნდა ამოიკითხოს ის სისტემური, პოლიტიკური და სოციალური მიზეზები, რომლებიც ახალგაზრდულ ჯგუფებში რადიკალურ განწყობებს აჩენს და ამოიკითხოს ამ ჯგუფების რიტორიკაში ის პოლიტიკური და სოციალური უკმაყოფილება, რომელიც მათ შეიძლება ჰქონდეთ და არასწორად თარგმნიან ძალადობრივ, როგ შემთხვევაში, ფუნდამენტალისტურ, ან რადიკალურ პოლიტიკურ იდეოლოგიებში", - ამბობს თამთა მიქელაძე. ის არ გამორიცხავს, რომ ნაციონალისტური ჯგუფები რომელიმე პოლიტიკური ძალისგან მართულების იყვნენ, რადგან მათი და ზოგიერთი პოლიტიკური ძალის რიტორიკა ძლიერ გავს ერთმანეთს. თამთა მიქელაძე საყურადღებოდ თვლის იმასაც, რომ 27 სექტემბერს დაკავებული 11 პირიდან 7 არასრულწლოვანი იყო.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG