Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტუმრად ჩვენს ეთერში: თეონა აქუბარდია


სტუმრად ჩვენს ეთერში: თეონა აქუბარდია
please wait

No media source currently available

0:00 0:43:45 0:00

15 თებერვალს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო თეონა აქუბარდია, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე. მან ილაპარაკა ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატისა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ წამოწყებული საერთო-ეროვნული დისკუსიის შესახებ, რომლის მიზანია უსაფრთხოების ერთიანი სტრატეგიის შემუშავება. თეონა აქუბარდიამ განმარტა, რომ დღევანდელ რეალობაში მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პირდაპირი სამხედრო საფრთხეების, არამედ არაკონვენციური საფრთხეების გათვალისწინება და იმის გააზრება, რომ უსაფრთხოების უზრუნველყოფაში ჩართული უნდა იყვნენ არა მხოლოდ სახელმწიფო უწყებები, არამედ მნიშვნელოვანია თითოეული მოქალაქის მონაწილეობა. დისკუსიებში მონაწილეობას მიიღებენ პოლიტიკოსები, სამოქალაქო საზოგადოება, თითოეული მოქალაქე, რომელიც მოისურვებს პროცესში ჩართვას. თეონა აქუბარდიამ ხაზი გაუსვა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებზე მოქალაქეების ინფორმირების საკითხს. დისკუსიის პროცესის წარმართვაში მნიშვნელოვანი როლი ენიჭება მედიას და განსაკუთრებით რეგიონულ მედიას.

სტუმრად ჩვენს ეთერში: თეონა აქუბარდია
please wait

No media source currently available

0:00 0:49:46 0:00
გადმოწერა

  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG