Accessibility links

logo-print

21 ივლისს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო თეონა ზაქარაშვილი, "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" მთავარი იურისტი. მან ილაპარაკა მიწის რეგისტრაციის საკითხზე და იმ საკანონმდებლო სიახლეების არსზე, რომლებიც 1 აგვისტოდან ამოქმედდება და მიზნად ისახავს მოქალაქეთა მიწის რეგისტრაციისკენ წახალისებას ფინანსური და პროცედურული დახმარების გზით. თეონა ზაქარაშვილი თვლის, რომ მეთოდი, რომელიც ხელისუფლებამ აირჩია, ხარვეზიანია, რადგან "სპორადული" - ცალკეული ნაკვეთის რეგისტრაციის პროცესში ხშირად გამოვლინდება სირთულე. თეონა ზაქარაშვილის თქმით, მიწის ყოველი მეოთხე რეგისტრაცია პრობლემურია, რადგან ხშირია მომიჯნავე ნაკვეთების გადაფარვის შემთხვევები, რომლებიც უმრავლეს შემთხვევაში სასამართლომდე მიდის. სისტემური მეთოდის გამოყენებით კი, "დილის საუბრების" სტუმრის განმარტებით, შესაძლებელი იქნება პრობლემების შეთანხმების, მედიაციის გზით გადაჭრა. თეონა ზაქარაშვილი არასწორად თვლის მოქალაქეების მიდგომას, როცა ხანგრძლივი დროის განმავლობაში მიწით სარგებლობის შემთხვევაში არ თვლიან აუცილებლად იზრუნონ მის რეგისტრაციაზე.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG