Accessibility links

logo-print

სტუმრად ჩვენს ეთერში: ვახტანგ ჭარაია


6 აპრილს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო ვახტანგ ჭარაია, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის დირექტორი. მან ილაპარაკა ისეთი საფინანსო ორგანიზაციების საქმიანობაზე, რომლებიც მომხმარებელს მაღალ საპროცენტო სარგებელს სთავაზობენ.

5 მარტს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა თავის ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა განცხადება, რომლითაც სიფრთხილისკენ მოუწოდებს მომხმარებელს: "ნებისმიერი პირის უფლებაა, მიიღოს გადაწყვეტილება საკუთარი სახსრების განკარგვის შესახებ. თუმცა, სამომავლოდ, დაბანდებული თანხების დაკარგვის რისკის თავიდან აცილების მიზნით, მოვუწოდებთ მოსახლეობას, რომ მიიღონ გონივრული და ინფორმირებული გადაწყვეტილება. თანხის დაბანდებამდე აუცილებლად გაითვალისწინონ, რომ მაღალი საპროცენტო სარგებელი, სხვა თანაბარ პირობებში, გულისხმობს ასევე მაღალ რისკს". ვახტანგ ჭარაიამ განმარტა ასეთი რისკიანი კომპანიების მუშაობის პრინციპი და რისკები, რაც მომხმარებელმა უნდა გაითვალისწინოს.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG