Accessibility links

logo-print

26 სექტემბერს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო ვახტანგ ჭარაია, თსუ ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის დირექტორი. მან ილაპარაკა ბიზნესისა და ხელისუფლების ურთიერთობაზე, მათ შორის - წინასაარჩევნო კონტექსტში.

ვახტანგ ჭარაია ესწრებოდა შეხვედრას, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაცია "მოქალაქისა" და მისი დამფუძნებლის, ყოფილი პრემიერ-მინისტრის - ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით გაიმართა 24 სექტემბერს. ის შეხვედრას დადებითად აფასებს და თვლის, რომ სხვა ხელისუფლების დროს ასეთ შეხვედრაზე სხვა გზავნილები იქნებოდა. ვახტანგ ჭარაია პრობლემას ვერ ხედავს ხელისუფლების ინტერესში, რომ მას სურს გაკეთებულის მეტად წარმოჩენა და, მისი აზრით, არც ბიზნესს უშლის ვინმე ხელს თქვას, თუკი რამე აქვს სათქმელი: "ამ შეხვედრის მიზანი იყო ის, რომ მომხდარიყო გაშუქება მთავრობის გადმოსახედიდან იმ პოზიტიური ნაბიჯების, რაც მათ გადადგეს, მაგრამ, მოდით, სხვანაირად შევხედოთ: როგორ შეიძლება ბიზნესზე ზეწოლა? ხდება, თუ არა ბიზნესზე ზეწოლა ასეთი ღია ტიპის შეხვედრებით? ჩემი აზრით, ნაკლებად. თუ შენ გსურს ბიზნესზე ზეწოლა და გსურს, რომ მან ხმა მოგცეს და თავის თანამშრომლებს დაავალოს იგივე, ეს ხდება დახურულ ფორმატში".

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG