Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტუმრად ჩვენს ეთერში: ვახტანგ კობალაძე


სტუმრად ჩვენს ეთერში: ვახტანგ კობალაძე
please wait

No media source currently available

0:00 0:31:20 0:00

22 აპრილს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო ვახტანგ კობალაძე, "ევროპის ფონდის" პროგრამის უფროსი მენეჯერი. მან ილაპარაკა გარევაჭრობის პრობლემაზე. ვახტანგ კობალაძემ აღნიშნა, რომ ეს არის კომპლექსური საკითხი და სხვადასხვა საკითხის რეგულაციას საჭიროებს - ვაჭრობის, სურსათის უვნებლობისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის. "დილის საუბრების" სტუმარმა ილაპარაკა გარე ვაჭრობის საკითხის მოგვარების ზოგიერთ გზაზე და აღნიშნა, რომ მოქალაქეების ვალიც არის ხელი არ შეუწყონ ანისანიტარიას და მოძრაობისთვის ხელისშემშლელ ვაჭრობას. ვახტანგ კობალაძე თვლის, რომ კანონმდებლობის დახვეწისა და მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელების თანმიმდევრული პოზიციის გამოჩენის შემთხვევაში, შესაძლებელია გარევაჭრობის ორგანიზება ისე, რომ არ დაირღვეს არც მოვაჭრეების და არც მომხმარებლის უფლებები.

XS
SM
MD
LG