Accessibility links

logo-print

სტუმრად ჩვენს ეთერში: ვახტანგ კობალაძე


19 მაისს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო ვახტანგ კობალაძე, "ევროპის ფონდის" პროგრამის უფროსი მენეჯერი. მან ილაპარაკა "მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ" კანონპროექტზე, რომელიც ოთხშაბათს მეორე მოსმენით განიხილეს დეპუტატებმა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტში.

კანონპროექტის ინიციატორი და ავტორია პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი, რომლის თავმჯდომარემ ლევან ბერძენიშვილმა ოპონენტებს შეახსენა, რომ საქართველომ კანონპროექტზე მუშაობა დაიწყო ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერამდე, მასში ყველა შესაბამისი უწყება მონაწილეობდა და წინააღმდეგობა არ ყოფილა, დღეს ის უკვე მიღებულია პირველი მოსმენით, რის გამოც პრინციპების დონეზე აღარაფერი შეიცვლება. ვახტანგ კობალაძემ, რომელიც ესწრებოდა 18 მაისის საკომიტეტო განხილვას, აღნიშნა, რომ მთავრობის პოზიცია დიდად არგუმენტირებული არ იყო. განსაკუთრებულ დისკუსიას იწვევს პროდუქტის უმიზეზოდ დაბრუნების რეგულაციის საკითხი, აგრეთვე მომხმარებელთა ომბუდსმენის ინსტიტუტის ფინანსური უზრუნველყოფის საკითხი და ა.შ.. ვახტანგ კობალაძემ ილაპარაკა აგრეთვე "ევროპის ფონდის" მიერ სურსათის უვნებლობის სახელმწიფო რეგულაციაზე მომზადებულ ანგარიშზე, რომელიც ასახავს 2015 წლის მდგომარეობას. "დილის საუბრების" სტუმარი თვლის, რომ დიდად არაფერი შეცვლილა, რომ სურსათის უვნებლობის უზრუნველსაყოფად ნაბიჯები გვიანდება მრავალი მიმართულებით და არ მიჰყვება ევროკავშირთან შეთანხმებულ გრაფიკს.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG