Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტუმრად ჩვენს ეთერში: ვანო ჩხიკვაძე


28 ივლისს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო ვანო ჩხიკვაძე, ფონდ "ღია საზოგადოება - საქართველოს" ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი. მან ილაპარაკა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივაზე და აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) გამოკვლევაში ნაჩვენებ საზოგადოების განწყობაზე ევროკავშირში ინტეგრაციის მიმართ.

ვანო ჩხიკვაძე არის თანაავტორი პოლიტიკის დოკუმენტისა - "საქართველოს, მოლდავეთისა და უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა: შეუძლებელი, მივიწყებული, თუ დაფარული?" ერთობლივი ნაშრომი მომზადებულია ქართველი და უკრაინელი ავტორების მიერ და ეხება სამი ქვეყნისთვის ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივის გამოკვეთისა და ამ მიზნისკენ სვლის საკითხებს - როგორც ხელშემწყობ, ისე შემაფერხებელს.

ივანე ჩხიკვაძე "დილის საუბრებში"
please wait

No media source currently available

0:00 0:08:52 0:00
გადმოწერა

პოლიტიკის დოკუმენტის გამოქვეყნების უპირველესი მიზანი თემაზე დისკუსიის პროვოცირებაა. ნაშრომში ერთ-ერთ ვერსიად განხილულია საქართველოს, მოლდავეთისა და უკრაინის მიერ გაწევრიანების შესახებ განაცხადის ერთობლივად წარდგენა. ამგვარ მიდგომას აქვს როგორც დადებითი, ისე უარყოფითი მხარეები. ვანო ჩხიკვაძე თვლის, რომ ერთობლივად განცხადების შემთხვევაში ნულამდე მცირდება ევროკავშირისგან გაწევრიანების პერსპექტივაზე უარის მიღების ალბათობა. პოლიტიკის დოკუმენტში განხილულია ბალკანეთის ქვეყნების ევროკავშირში გაწევრიანების გზა, გაანალიზებულია ევროკავშირის წევრ ქვეყნებში სხვადასხვა დროს არსებული განწყობა გაფართოებისა და ცალკეული ქვეყნის მიღების მიმართ, ლაპარაკია აგრეთვე რუსეთის ფაქტორზე ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტების განსაზღვრაში. გაწევრიანების საკითხზე დღეს ბევრი უპასუხო შეკითხვაა, თუმცა უარყოფითი პასუხებისადმი შიშის გამო კითხვის დაუსმელობა, ვანო ჩხიკვაძის აზრით, მცდარი მიდგომაა.

  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG