Accessibility links

2 ნოემბერს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო ზურაბ სიხარულიძე, ექიმი-ნარკოლოგი, კლინიკა "ურანტის" ხელმძღვანელი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი. მან ილაპარაკა საერთაშორისო გამოკვლევაზე, რომელიც შეისწავლის მოზარდების მიერ ალკოჰოლის, თამბაქოს და სხვა ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარებას.

ევროპის სასკოლო გამოკვლევის პროექტს საქართველო 2015 წლიდან შეუერთდა. 1 ნოემბერს საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნულმა ცენტრმა მოაწყო გამოკვლევის საქართველოს ნაწილის პრეზენტაცია. ზურაბ სიხარულიძე თვლის, რომ თავისთავად ასეთი პროექტის განხორციელება ძალიან მნიშვნელოვანია მრავალმხრივი სტრატეგიის დასახვისთვის. საქართველოში გამოკვლევა 190 სკოლაში ჩატარდა და გამოიკითხნენ მეათეკლასელები. "დილის საუბრების" სტუმარმა ილაპარაკა საშიშ ტენდენციებზე, რაც მან გამოკვლევის შედეგებში ამოიკითხა. ზურაბ სიხარულიძე, მაგალითად, თვლის, რომ ძალიან მნიშვნელოვანია იმ ბავშვებისთვის ყურადღების მიქცევა და კვალიფიციური დახმარების გაწევა, ვინც ალკოჰოლს მოიხმარს "გარიყულად რომ არ იგრძნოს თავი". მან აგრეთვე აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია სკოლის მოსწავლეებთან სხვადასხვა ნივთიერების გამოყენების საფრთხეებზე კვალიფიციური საუბარი, რადგან ეს სპეციფიკური ჯგუფია და გარკვეული სახის ინფორმაციის მიწოდებამ პრევენციის ნაცვლად მას ინტერესი გაუღვივოს. ამ კონტექსტში ზურაბ სიხარულიძემ კვალიფიციური კადრების დეფიციტის პრობლემაზეც ილაპარაკა.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG