Accessibility links

სტუმრად ჩვენს ეთერში: ზვიად შვანგირაძე


29 აპრილს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო ზვიად შვანგირაძე, "ბიზნეს-რეზონანსის" მთავარი რედაქტორი. მან ილაპარაკა საქართველოს მოსახლეობის 2014 წლის საყოველთაო აღწერის შედეგებზე და მის სასოფლო-სამეურნეო აღწერის ნაწილზე. ზვიად შვანგირაძემ აღნიშნა, რომ ქალაქის მოსახლეობის წილობრივმა რაოდენობამ რეკორდულ ზღვარს მიაღწია და 2014 წლის აღწერით 57,2%-ია. "დილის საუბრების" სტუმარმა ჩამოთვალა მიზეზები, რის გამოც სოფლის მოსახლეობა კლებულობს. 2002 წლის აღწერის შედეგებთან შედარებით სოფლის მოსახლეობა 23,7%-ით შემცირდა. უმნიშვნელოვანეს პრობლემებად ზვიად შვანგირაძე ასახელებს სოფლის მეურნეობაში ინვესტიციების სიმცირეს და სოფლად მეურნეობის გაძღოლისთვის საჭირო ცოდნა-უნარების უქონლობას.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG