Accessibility links

logo-print

სტუმრად ჩვენს ეთერში: ზაზა სოფრომაძე


1 აპრილს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური უზრუნველყოფის მინისტრის მოადგილე ზაზა სოფრომაძე. მან ილაპარაკა სოციალურად დაუცველთა სარეიტინგო ქულების დათვლის ახალ, სატესტო სისტემაზე, რომელიც 1 აპრილიდან ამოქმედდა. ზაზა სოფრომაძის განცხადებით, ახალ სისტემაში მინიმუმამდეა დაყვანილი სუბიექტური ფაქტორი და სოციალურ აგენტს არ ექნება უფლება, დანიშნოს ან მოხსნას სოციალური დახმარება. მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, მთავარი ამოსავალი წერტილი შეფასებისას ის ქონება იქნება, რომელსაც მოქალაქისთვის გარკვეული შემოსავალი მოაქვს. პირველ ეტაპზე ამ პროგრამით გადამოწმდება 5000-მდე ბენეფიციარი, რომელიც ან ახლა ერთვება პროგრამაში, ან გარკვეული პრობლემები აქვს. ახალი სისტემით სოციალურად დაუცველების გრადაცია მოხდება ქულების მიხედვით. არის კიდევ ერთი სიახლე - სოციალური დახმარების მიმღებ ოჯახს თითოეულ ბავშვზე 10 ლარი მიეცემა.

XS
SM
MD
LG